არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 13 წლის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის გამო, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

კომენტარები