რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-მ 155 მმ-იანი ჭურვების შესყიდვის 1.1-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

იენს სტოლტენბერგი

NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის 1.1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ალიანსის განცხადების თანახმად, კონტრაქტით ნაყიდი ჭურვების ნაწილი უკრაინას მიეწოდება.

"უკრაინის ომი საბრძოლო მასალაზე დაფუძნებულ ბრძოლად იქცა". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

ალიანსმა შეთანხმება რამდენიმე მოკავშირის სახელით დადო. ისინი შესყიდულ ჭურვებს ან უკრაინას გადასცემენ, ან საკუთარი მარაგების შესავსებად გამოიყენებენ.

NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ კონტრაქტის საფუძველზე დაახლოებით 220 000 ჭურვს შეისყიდიან, პირველ მიწოდებას კი 2025 წლის ბოლოსთვის ელოდებიან.

სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საბრძოლო მასალის მიმწოდებლები ფრანგული იარაღის მწარმოებელი Nexter-ი და გერმანული Junghans-ი იქნებიან.

კომენტარები