NATO

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნას იწყებს

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნას იწყებს. ამის შესახებ ვილნიუსში, ალიანსის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

აღნიშნული წვრთნები, სახელად "მტკიცე მცველი 2024" მომდევნო კვირას დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. მასში 90 000-მდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ალიანსის უმაღლესი მეთაურის, გენერალი კრის კავოლის თქმით, წვრთნის მიზანი ევროპაში, რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს სახელმწიფოებში რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის სცენარისთვის მომზადება იქნება. 

NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთი არ არის ნახსენები, თუმცა, წერია, რომ სიმულაცია ჩატარდება ევროპაში "მიახლოებული ძალის მქონე მეტოქესთან" კონფლიქტის დაწყების სცენარით. 

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში 50-ზე სამხედრო გემი, 80-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, შვეულმფრენი და დრონი და 133 ტანკი იქნება გამოყენებული.

კომენტარები