სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირზე

წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება – მერია

David Nutsubidze/Fb.com

თბილისის მერიის ცნობით, წერეთლის გამზირზე, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. 

"კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. 

საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ამის მიუხედავად,დედაქალაქის მთავრობა ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები