ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, მნიშვნელოვანია, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე იანვრის ბოლოს აღდგეს [...] სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა - მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება.
თბილისის მერია
კალაძე: სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს
tbl.ge/6nzc
დაკოპირდა

თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულება გაუწყვიტა, თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ეს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს და ადგილზე საავტომობილო მოძრაობა სრულად დათქმულ დროს (იანვრის ბოლოს) აღდგება.
თბილისის მერიაკახა კალაძეკახი კალაძეწერეთლის გამზირიაკაკი წერეთლის გამზირისარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირზე
ამავე თემაზე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან
- მერია: 22 ივნისს სკვერში მოზარდებმა დააზიანეს ატრაქციონი, დაშავდა 1 მოზარდი




