კრიმინალი აშშ-ში

კოლორადოში ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ჯიბეში მოჭრილი ხელი იპოვეს

კოლორადოს პოლიციის ცნობით, ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ჯიბეში მოჭრილი ხელი იპოვეს.

მოკლულის ცხედარი 10 იანვარს მდინარეში აღმოაჩინეს. 26 წლის სოლომონ მარტინესი, დაცვის თანამშრომელი, ქალის მკვლელობის ბრალდებით სამსახურში დააკავეს. პოლიციის ოფიცერმა პარკში გახვეული მოჭრილი მტევანი ბრალდებულის ქურთუკის გულის ჯიბეში იპოვა.

მარტინესმა პოლიციას უთხრა, რომ კიდურის ნაწილი ჯიბეში ორი დღის განმავლობაში ედო, თუმცა ქალის მკვლელობა არ აღიარა.

მოწმემ, რომელიც მარტინესის ოთახის მეზობლის მეგობრადაა აღწერილი, პოლიციას უთხრა, რომ ბრალდებული მანქანით გაემგზავრა ფანტან კრიკში და სავარაუდოდ, ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო.

მარტინესის ინტერესებს სახელმწიფო სახალხო დამცველის ოფისის ადვოკატები იცავენ. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები