ალექსეი ნავალნის საქმე

ნავალნის კიდევ ერთ ადვოკატს რუსეთის პროკურატურამ ექსტრემიზმში ბრალი წაუყენა

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატს, ოლგა მიხაილოვას რუსეთის პროკურატურამ "ექსტრემისტულ ჯგუფთან თანამშრომლობაში" ბრალი წაუყენა. მიხაილოვამ რუსეთი 2023 წელს დატოვა, ხოლო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი, ვადიმ კობზევი, იგორ სერგუნინი და ალექსეი ლიპტსერი 2023 წლის ოქტომბერში  ექსტრემისტულ ჯგუფთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს და 13 მარტამდე წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

"არასდროს არავინ არ დამიბეზღებია. არსად გავქცეულვარ. მყარად მჯეროდა, რომ რუსეთში დავრჩებოდი და კლიენტებს ბოლომდე დავიცავდი. თუმცა, 13 ოქტომბერს კოლეგების დაკავების შემდეგ ციხეში დაბრუნება აზრს მოკლებულია. დიახ, ახლა ქალიშვილთან ერთად უცხო ქვეყანაში ვიმყოფები. უსახლკაროდ და უამრავი პრობლემით ვართ. ახლობლები და ძვირფასი ადამიანები დარჩნენ იქ, სადაც მე დაბრუნება არ შემიძლია. მაგრამ, მე მაინც იმედი მაქვს, რომ თავისუფალი უფრო სასარგებლო ვიქნები და არა კოლონიაში, სადაც ისედაც მთელი ზაფხული გავატარეთ და მონაწილეობას ვიღებდით აბსურდულ, საზოგადოებისთვის დახურულ სპექტაკლში "სასამართლო ნავალნის ექსტრემიზმის საქმეზე". – წერს მიხაილოვა.

 

კომენტარები