რუსეთი-სომხეთი

სომხეთმა რუსეთისგან ძველი ხელშეკრულებით შეძენილი იარაღის პარტია დაგვიანებით მიიღო

პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის წევრის, გაგიკ მელკონიანის თქმით, სომხეთმა რუსეთისგან იარაღის პარტია მიიღო.

მელკონიანის განმარტებით შეიარაღების ეს ნაწილი სომხეთმა წარსულში რუსეთთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრანიკ კოჩარიანმა თქვა, რომ ხელშეკრულებით დაპირებულ იარაღს "ძალიან მალე" მიიღებენ.

ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის მსვლელობისას სომხეთის მთავრობის წევრები, მათ შორის  პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩიოდნენ იმაზე, რომ ქვეყანამ რუსეთისგან ვერ მიიღო იარაღი, რომელშიც სომხეთს შეთანხმების შესაბამისად ფული, "ასობით მილიონი დოლარი" ჰქონდა გადახდილი.

2023 წლის ნოემბერში ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთს შეეძლო სომხეთის ვალების ნაწილის ჩამოწერა იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც ერევანმა მოსკოვს იმ იარაღისთვის გადაუხადა, რომელიც არ მიუღია.

კომენტარები