ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი ისრაელელი მძევლის გვამია ნაჩვენები

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ახალი ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი ისრაელელი მძევლის გვამი ჩანს.

პალესტინური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ისრაელელი მძევლების, 53 წლის იოსი შარაბისა და 38 წლის ითაი სვირსკის გვამები. ჩანაწერში ასევე ჩანს 26 ნოა არგამანი, რომელიც ამბობს, რომ მოკლულები "IDF-ის დარტყმებს" ემსხვერპლნენ.

კვირას ჰამასმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც იოსი შარაბი, ითაი სვირსკი და ნოა არგამანი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ და ისრაელის მთავრობას მათ სახლში დაბრუნებას სთხოვენ. პროპაგანდისტული ვიდეო მთავრდებოდა წარწერით – "ხვალ შეგატყობინებთ მათ ბედს".

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მძევლების "ფსიქოლოგიური წამებაში" დაადანაშაულა.

მოკლულები იმ 240-ზე მეტ მძევალს შორის იყვნენ, რომლებიც ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის დროს აიყვანეს. ნოემბრის მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს ტყვეების ნახევარზე მეტი გათავისუფლდა. ისრაელის ცნობით ამ დრომდე ღაზის სექტორში 132 ისრაელელი მძევალი რჩება, 25 კი ტყვეობაში დაიღუპა.

კომენტარები