აშშ

ბაიდენი: არარელევანტურია, ჰუსიტებს ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად ვაღიარებთ თუ არა

ჯო ბაიდენი ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
AP/Susan Walsh

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კითხვაზე, თუ როდის გამოაცხადებს აშშ ჰუსიტებს ისევ ტერორისტულ ორგანიზაციად, თქვა, რომ ოფიციალური აღიარება არარელევანტურია. ორი დღის წინ ჯო ბაიდენმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს ტერორისტები უწოდა

პრეზიდენტობის პირველ წელს ჯო ბაიდენმა ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ბაიდენის გუნდის განცხადების მიხედვით, ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ყოფნა იემენში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აფერხებდა. 

2023 წლის ნოემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ განიხილავდნენ ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაბრუნებას. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გადამზიდ ხომალდებზე საჰაერო იერიშების მიტანა დაიწყო. 

ნოემბრის შემდეგ ადმინისტრაციას ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაბრუნებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები