რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას ადგილობრივ სამხედრო წარმოებაში დახმარებას ჰპირდება

სტეფან სეჟურნე უკრაინაში დმიტრო კულებასთან ერთად

პარიზი მზად არის, რომ კიევს უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების წარმოების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმაროს. ამის შესახებ საფრანგეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ უკრაინაში გამართული ვიზიტის დროს ისაუბრა.

"ჩვენ ვაპირებთ ერთად გავაძლიეროთ უკრაინის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღების სისტემების წარმოების შესაძლებლობები და ამ სფეროში დახმარებისთვის". – თქვა სეჟურნემ.

საფრანგეთის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, ეცდებიან გააუმჯობესონ იურიდიული და საორგანიზაციო ფარგლები, რათა უკრაინასთან თანამშრომლობა უკეთესად წარიმართოს და გამარტივდეს.

13 იანვარს გამართული ვიზიტის ფარგლებში სეჟურნემ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა. ისაუბრეს ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

უკრაინაში გამართული შეხვედრები იყო სეჟურნეს პირველი ვიზიტები საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.

კომენტარები