რუსეთი

რუსეთი: პეტერბურგთან 50 000მ²-ზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის საწყობი იწვის [VIDEO]

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს 50 000მ²-განთავსებული ონლაინ მაღაზია Wildberries-ის საწყობი იწვის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზისა და მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

განახლება: სავარაუდოდ, ხანძარი 50 000მ²-ზე უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა, რადგან როგორც მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, ხანძარი 70 000მ² ფართობზეა ლოკალიზებული.

РБК საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის ერთ-ერთ ვერსიად სასაწყობო კომპლექსისთვის ცეცხლის წაკიდება სახელდება.

ტელეგრამ-არხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანების სადგომთან ახლოს გაჩნდა.

Baza-ს ინფორმაციით, ხანძარი ტანსაცმლის საწყობის მე-7 სართულზე გაჩნდა.

"დაახლოებით 7:30 საათზე მუშებმა დაიწყეს შენობიდან გაქცევა - ბევრი გადახტა 2-3 სართულიდან პირდაპირ ბეტონზე, რადგან ავარიულ გასასვლელში ბევრი ადამიანი იყო. ერთ-ერთმა დაშავებულმა ფეხის მძიმე დამწვრობა მიიღო. მისი ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა". - ნათქვამია ტელეგრამ-არხის ინფორმაციაში.

Baza ასევე წერს, რომ ხანძრის გაჩენამდე ერთი კვირით ადრე საწყობის პირველ და მეორე კორპუსებში ცრუ განგაში არაერთხელ დაიწყო, ამიტომ დღეს, 13 იანვარსაც საწყობის თანამშრომლებს ეგონათ, რომ სისტემამ სიგნალიზაცია ამჯერადაც შეცდომით ჩართო. 

კომენტარები