უკრაინა-დიდი ბრიტანეთი

12 იანვარს რიში სუნაკი კიევს ეწვევა

რიში სუნაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი
DW

12 იანვარს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

სუნაკი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. 

ახლო წარსულში დადებული უსაფრთხოების შეთანხმების მიხედვით დიდი ბრიტანეთი ვალდებულია უკრაინას მიაწოდოს დაზვერვის მონაცემები, უზრუნველყოს კიბერუსაფრთხოება, ჩაატაროს სამხედრო და სამედიცინო წვრთნები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მსხვილ სამრეწველო სფეროში თანამშრომლობას.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრის თქმით გაერთიანებული სამეფო უკრაინას 2024-2025 წლებში 2.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადასცემს. 

კომენტარები