ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩაატარა

რუსი სამხედრო ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, 2009 წლის 16 დეკემბერი.
Валерий Мельников / РИА

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის სამხედრო ბაზაზე "ანტიტერორისტული წვრთნები" ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოკრუგის ბაზაზე ჩატარდა "პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმების მოგერიების წვრთნები".

"პერსონალს მიეცა სხვადასხვა პირველი საფეხურის დავალებები, რომლებიც საბრძოლო პირობებთან მიახლოებულ გარემოებებში უნდა შეესრულებინათ. განგაშის სიგნალის შემდეგ ანტიტერორისტული ქვედანაყოფები დაიძვრნენ იმ მიმართულებით, სადაც განლაგებული იყო პირობითი მოწინააღმდეგე, რომელიც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემოს შესაქმნელად, სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები". – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პერსონალმა "შეიმუშავა ტერორისტული დაჯგუფების მოქმედების შეზღუდვა, ექსტრემულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღების უნარი, დაეუფლნენ დაზვერვის, კავშირისა და დაკვირვების საშუალებებს". მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება "დაეთმო მცირე ჯგუფების ფარულად გადაადგილების" აღკვეთას.

რუს სამხედროებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას იღებდნენ სეპარატისტული ძალებიც.

კომენტარები