ცხოველის წამება

პოლიციამ მარნეულში ძაღლზე ძალადობისთვის 1 პირი დააკავა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.­ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.

გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ნაცემი ძაღლი მოკვდა.

კომენტარები