ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იტალიის საგარეო მინისტრი: G7-ის ქვეყნები ისრაელს ომის სწრაფი დასრულებისკენ მოუწოდებენ

AP Photo/Alessandra Tarantino

იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ თქვა, რომ G7-ის სახელმწიფოები ისრაელს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, ომის სრაფად დასრულება უმნიშვნელოვანესია, რათა შემცირდეს ომში დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, მან ისრაელი-ჰამასის ომის სწრაფად დასრულების შესახებ დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან დევიდ კამერონთან და კატრინ კოლონასთან ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს იმ საერთო ბერკეტებზე, რაც გააჩნიათ ისრაელზე წნეხის გასაზრდელად, რათა კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ. 

"G7-ის ქვეყნები ისრაელის მთავრობასთან ერთად მუშაობენ რათა მოიძებნოს ომის დასრულებიბს სწრაფი გზები" - თქვა ანტონიო ტაიანიმ. 

კომენტარები