ირანი

ირანში გენერალ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი

ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს ცნობას, რომ ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა.

IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე. როგორც ირანის სამთავრობო მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი და დაშავდა 50.

ზოგიერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება "ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია", თუმცა, ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ "ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი - ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა".

კომენტარები