რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის გუბერნატორი: ქალაქთან ახლოს ჩამოგდებულია რამდენიმე საჰაერო სამიზნე

ბელგოროდის თავზე გააქტიურებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა
ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეო

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა, რომ 2 იანვრის ღამის საათებში ქალაქი კიდევ ერთხელ დაიბომბა. გლადკოვის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა "რამდენიმე საჰაერო სამიზნე" გაანადგურეს. 

"ბელგოროდსა და ბელგოროდის რაიონში იმუშავა ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ - ჩამოგდებულია რამდენიმე საჰაერო სამიზნე. შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ მომენტში არ არსებობს". – წერს გლადკოვი Telegram-ზე. 

ბელოგოროდის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 9 რაკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ თავდასასხმელად გამოიყენა Вільха-სა და Точка-У-ს ტიპის რაკეტები.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საჰაერო თავდასხმა დაადასტურა კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში დაზიანდა ელექტრო ქვესადგური.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ამან რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მდებარე საცხოვრებელ სახლებში და 17 კორპუსში ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვა გამოიწვია. 
 

 

კომენტარები