რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 10 დრონიდან 5 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

30 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 5 უკრაინამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 56 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მთლიანობაში, ოკუპანტებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო და ასევე დამატებით 84 იერიში მიიტანეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა". - აღნიშნავს გენშტაბი.

ამასთან, რუსებმა საჰაერო იერიშები 14 დასახლებაზე მიიტანეს. 

კომენტარები