ავტოსაგზაო შემთხვევა

ხაშურში 27 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. კაცს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები