პოლონეთი

დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტს გეგმავს

დონალდ ტუსკი
Focus.ua

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტისთვის ემზადება. ამის შესახებ მან საზღვარზე პოლონელი გადამზიდველების პროტესტის შესახებ კომენტირებისას ისაუბრა.

"ჩემთვის ცოტა სისულელეა ამაზე საუბარი, რადგან ვიცი სიტუაცია, რომელშიც იმყოფება პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა. არასწორია კიევში წასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის ტრანსპორტის საკითხებისთვის დათმობა. მაგრამ ჩვენ მოვამზადებთ ამ ვიზიტს ისე, რომ პრეზიდენტთან [ზელენსკისთან] ჩემი შეხვედრის დროს ნათელი იყო, რისი მიღწევა გვინდა". - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, ის სთხოვს მძღოლებს "კონკრეტულად ომის გამო" სასაზღვრო პუნქტები არ დაბლოკონ. გარდა ამისა, ტუსკმა აღნიშნა, რომ ვითარება დრამატულია და ის ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა პოლონელ გადამზიდველებს ცხოვრება გაუმარტივოს.

პოლონელმა გადამზიდავების მიერ უკრაინის საზღვარზე სატვირთო მიმოსვლის ბლოკირება 6 ნოემბრიდან დღემდე გრძელდება.  მათ მოთხოვნებს შორის იყო უკრაინის საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ე.წ. უვიზო სატრანსპორტო რეჟიმის გაუქმება და კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის, რომელიც შეეხება საქონლის ტრანსპორტირებას, გარდა ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისა.

კომენტარები