წითელი ზღვა

წითელ ზღვაში თავდასხმის შესახებ ცნობები ვრცელდება, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს

იემენელი ჰუსიტები სატვირთო გემ Galaxy Leader-ზე

წითელ ზღვაში, იემენის სანაპიროსთან, მომხდარი თავდასხმის ცნობებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტო (UKMTO) ავრცელებს.

სააგენტოს თქმით, მათ იემენის ქალაქ ალ-ჰოდეიდას დასავლეთით, 50 საზღვაო მილის დაშორებით მცურავ გემზე თავდასხმის შესახებ ცნობები მიიღეს.

ჯერჯერობით მომხდარზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო გასულ დღეებში აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

მასალა განახლებადია

კომენტარები