რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩამოვაგდეთ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30

24 დეკემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა Су-30-ისა და Су-34-ის ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 2 მოიერიშე თვითმფრინავი: Су-30 და Су-34". - აღნიშნულია განცხადებაში. 

მანამდე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით რუსულ ავიაგამანადგურებელ Су-34-ზე იერიში მიიტანეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ შავ ზღვაში რუსული Су-30-ს ჩამოსაგდებად ოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის წარმატებაც მოგვიანებით დადასტურდა. 

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 მიმართულებით შეუტიეს, ცდილობდნენ უკრაინული შენაერთების ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროდან განდევნას, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმების მოგერიება შეძლეს.

გასულ კვირას, 22 დეკემბერს უკრაინელებმა სამი რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოაგდეს

"22 დეკემბრის ღამეს რუსული შაჰედის ნამსხვრევებზე შევნიშნეთ წარწერა "მოკვდით ბოზ*ბო". მიიღეთ ჩვენი პასუხი! დღეს, შუადღეს, სამხრეთის მიმართულებით, განადგურებულია Cу-34  ტიპის 3 თვითმფრინავი. მარადიულ ფრენას გისურვებთ, ძმებო!" – წერდა ოლეშუკი.

ოლეშუკმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო ძალების მებრძოლებს.

კომენტარები