მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

ირაკლი ფირცხალავა

მოლდოვამ საზღვარზე არ შეუშვა მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, რომელსაც ქალაქ ბელციში გაქცეული მილიარდერის, ილან შორის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე უნდა ემღერა.

"მესაზღვრემ მომიბოდიშა და მითხრა, რომ ვერ შემიშვებს. მიზეზი არ გამიმხილეს. არადა იგივე პასპორტით ცოტა ხნით ადრე საზღვარი გადავლახე. სამწუხაროა, რომ ჩემი კონცერტი მუსიკასთან დაუკავშირებელი, გაურკვეველი მიზეზების გამო არ შედგა". – ამბობს ფირცხალავა.

ილან შორი ყოფილი მოლდოველი პოლიტიკოსია, რომელსაც რამდენიმე მილიარდი დოლარის მითვისება ედება ბრალად. მილიარდერი 2017 წლიდან გაქცეულია. ბოლო წლებში შორი პრორუსულ პარტია შანსს აფინანსებდა, რომელსაც 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავა წარმოშობით ქართველი რუსი მომღერალია. კორონავირუსის პანდემიის დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტივაქსერულ მოძრაობაში, 2021 წელს ბათუმის მერიამ ფირცხალავას კონცერტი 14 000 ლარით დაუფინანსა.

კომენტარები