გზების დეპარტამენტი

ზვავსაშიშროების გამო ლარსის გამშვები პუნქტი მეორე დღეა ავტოტრანსპორტისთვის ჩაკეტილია

გზების დეპარტამენტის ცნობით, 23 დეკემბრის 2 საათიდან ლარსის გამშვებ პუნქტზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. 

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ლარსის გამშვებ პუნქტზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორი დღეა აიკრძალა.  რეგულაციის გამო ლარსთან ტრაილერების რიგები დგას.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - ამბობენ გზების დეპარტამენტში.  

როგორც გზების დეპარტამენტში ტაბულას ეუბნებიან, გამშვები პუნქტის გახსნის შემდგომაც მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით განხორციელდება და გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად, ეტაპობრივად აღდგება. 

კომენტარები