ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ 27 დეკემბერს ახალციხეში, წინასაახალწლო ღონისძიებაზეიმღერებს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
29 ნოემბერს ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკების შეძენა/შენახვაში ბრალდებულმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ, სასამართლოს მიერ შეფარდებული 10 000-ლარიანი გირაო სრულად გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.
კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს - პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.