რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

ღარიბაშვილი: ჩვენი გაცხადებული მიზანი ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციაა

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება და აქვე მინდა შევეხო შერიგების პოლიტიკას, რომელიც ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენი გაცხადებული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. 

ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები პროექტი და პროგრამა დავაფინანსეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ამ პროექტს თუ პროგრამას შეგნებულად, მიზანმიმართულად ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე ვახორციელებთ. მაგრამ, სახელმწიფო გააგრძელებს ასეთი პროგრამების ხელშეწყობას. 

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები