ილონ მასკი

მასკი პირველობას არ თმობს – FORBES-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა

REUTERS/Gonzalo Fuentes/File Photo Acquire Licensing Rights

Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ცვლილებები შეიტანა. 2023 წლის ბოლოსთვის სიის სათავეში კვლავ ილონ მასკია, მისი ქონება $254.9 მილიარდს შეადგენს.

წლის მსვლელობისას მასკმა ცოტა ხნით პირველობა დაკარგა. აპრილში პირველ ადგილზე გადავიდა კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელი და ხელმძღვანელი ბერნარ არნო, თუმცა მასკმა პირველობა სექტემბერში დაიბრუნა.

ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ილონ მასკი – $254.9 მილიარდი
  • ბერნარ არნო – $202.4 მილიარდი
  • ჯეფ ბეზოსი – $172.3 მილიარდი
  • ლარი ელისონი – $133.2 მილიარდი
  • უორენ ბაფეტი – $119 მილიარდი

ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები