კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ

განსაზღვრულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა. 

ასევე მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების აღჭურვასთან დაკავშირებით. 

კანონპროექტის მიხედვით, "აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება - სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება".

კანონპროექტი 13 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

კომენტარები