რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 42 დრონიდან 41 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

13 დეკემბრის საღამოს და 14 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 42 დრონით შეუტიეს, მათგან 41 კი უკრაინელებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.  

"ამ ღამით შევძელით შაჰედ-136/131 ტიპის 42 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41-ის ჩამოგდება. აბსოლუტური უმრავლესობა ოდესის ოლქში გაუშვეს". - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეტევა დაიწყეს 13 დეკემბერს, 19:00 საათიდან. თავდასხმის ძირითადი მიმართულება ოდესის ოლქი იყო.

კომენტარები