ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენის თქმით, ისრაელი ომში მხარდაჭერას კარგავს – ნეთანიაჰუს ცვლილებებისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo Acquire Licensing Rights

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიაში მხარდაჭერას კარგავს და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ხისტი პოლიტიკის ელემენტების მქონე მთავრობაში ცვლილებების საჭიროებებზე ისაუბრა.

ჰამას-ისრაელის ომთან დაკავშირებით ბაიდენი ვაშინგტონში კამპანიისთვის ფულის შესაგროვებელ ღონისძიებაზე დემოკრატ დონორებს ესაუბრა. მისი თქმით, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუს მთავრობა "ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიულია". მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ნეთანიაჰუს ისრაელი-პალესტინის საკითხის "ორი სახელმწიფოთი გადაწყვეტის" არ სჯერა.

ბაიდენის თქმით, ნეთანიაჰუმ "უნდა გააძლიეროს და შეცვალოს" ისრაელის მთავრობა: "ბიბის რთული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები". აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებებში ისრაელის მიმართ ტონის მკვეთრი ცვლილება შეინიშნება. ბოლო კვირების განმავლობაში ჯო ბაიდენი უფრო და უფრო მეტად მოუწოდებს ისრაელს, ყველაფერი გააკეთოს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისგან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯო ბაიდენს ღაზაში ჰამასის განადგურების შემდგომ პერიოდზე განსხვავებული ხედვები ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც ორივე მხარემ ისაუბრა.

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, "ჩვენი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლის შემდეგ, მე არ დავუშვებ ღაზაში ისინი შევიდნენ, ვინც ტერორიზმის აღზრდას ცდილობენ, ტერორიზმს მხარს უჭერენ და ტერორიზმს აფინანსებენ".

"მე არ დავუშვებ, რომ ისრაელმა ოსლოს შეცდომა გაიმეოროს". - თქვა ნეთანიაჰუმ, რაშიც მან 1993 წლის შეთანხმება იგულისხმა, რომლის შედეგადაც პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია შეიქმნა.

კომენტარები