აშშ

ტეხასის სასამართლომ ქალს სამედიცინო აუცილებლობით აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა

 GETTY IMAGES

11 დეკემბერს ტეხასის უზენაესმა სასამართლომ განიხილა ქეით კოქსის საქმე, რომელმაც სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევის გამო აბორტის უფლებას ითხოვდა. სასამართლომ აღნიშნული უფლება საგამონაკლისო წესით ქალს არ მიანიჭა

ქალმა სასამართლო სხდომაზე ახსნა, რომ ნაყოფს უკვე ფატალური დიაგნოზი ჰქონდა და დროთა განმავლობაში ნაყოფთან ერთად მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა. როდესაც სასამართლოს ამ უფლების მინიჭების მოტხოვნით მიმართა, ქალის თქმით, არსებობდა რისკი, რომ დაეკარგა მომავალში ბავშვის გაჩენის ყველა შანსი. 

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მხარი უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლემ დაუჭირა. ტეხასის უზენაეს სასამართლოში სულ ცხრა მოსამართლეა და ცხრავე რესპუბლიკელები არიან. სასამართლომ არ მიიღო დამაჯერებლად ექიმ დამლა კარსანის მტკიცება სიტუაციის განსაკუთრებულობის და გადაუდებლობის შესახებ. მათი აზრით, ექიმმა და პაციენტმა ვერ დაამტკიცეს, რომ სიტუაცია მართლაც აბორტის სამედიცინო აიცილებლობის მიზეზით ჩატარებას მოითხოვდა. 

"კანონი გონივრული სამედიცინო განსჯის დისკრეციას და პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს და არა მოსამართლეებს" - ნათქვამია ტეხასის უზენაესი სასამართლოს დასკვნაში. 

კომენტარები