რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 15 დრონიდან 9 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

12 დეკემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 15 დრონით შეუტიეს, მათგან კი უკრაინელებმა 9-ის განადგურება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"სულ გაუშვეს Shahed-136/131-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 9 გაანადგურეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა". - აღნიშნულია უკრაინული უწყების განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინაზე იერიში დროებით ოკუპირებული ყირიმიდან მიიტანეს.

გარდა ამისა, 11 დეკემბრის საღამოს ვოსტოკის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს X-59-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში.

კომენტარები