უკრაინა-აშშ

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ლოიდ ოსტინის შეხვედრა, 2023 წლის 12 დეკემბერი
Zelenskiy/Official

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩარლზ ბრაუნს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დეკემბრის ბოლომდე სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

ზელენსკის ვიზიტი აშშ-ს კონგრესში უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხზე უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს. 

ბაიდენის ადმინისტრაცია თანხების გამოყოფას ითხოვს, რასაც კონგრესის რესპუბლიკელი წევრები ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები