არგენტინა

არგენტინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სამინისტროების რაოდენობა გაანახევრა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი
Getty Images

არგენტინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ პირველივე საკანონმდებლო აქტით სამინისტროების რაოდენობა 18-იდან 9-მდე შეამცირა და ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

ამ გადაწყვეტილებით მილეიმ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება უკვე შეასრულა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სამინისტროების განახევრების საკანონმდებლო აქტი საღამოს გამოქვეყნდება.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, იუსტიციის, ადამიანური კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შევლენ.

არგენტინის კანონმდებლობის მიხედვით, უკიდურესი აუცილებლობისა და გადაუდებლობის ფარგლებში პრეზიდენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტი გამოქვეყნებიდან მომდევნო 10 დღეში კონგრესის ორივე პალატაში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი კომისიამ უნდა დაადგინოს აქტის ვალიდურობა. ამის შემდეგ კი არგენტინის პარლამენტის ორივე პალატამ აქტს კენჭი უნდა უყაროს, გადაწყვეტილების გაუქმებისთვის ორივე პალატის მხარდაჭერაა საჭირო.

კომენტარები