ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლონდონში ეძებენ კაცს, რომელსაც პროპალესტინურ აქციაზე ეჭირა პლაკატი "საბოლოო გადაწყვეტაზე"

Story Picture Agency

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის პოლიცია ეძებს პროპალესტინური დემონსტრაციის მონაწილეს, რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ ჩატარებულ მიტინგზე ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით "საბოლოო გადაწყვეტა". 

აღნიშნულ ტერმინს ნაცისტური გერმანია ჰოლოკოსტის დროს იყენებდა როგორც კოდს ყველა ებრაელის განადგურების გეგმისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ, 9 დეკემბერს გამართულ პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 13 ადამიანი დააკავეს, უცნობია მათ შორის არის თუ არა პლაკატის ავტორი. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, "ოფიციალურმა პირებმა სურათის შესახებ იციან და საქმეს აქტიურად იძიებენ.

კომენტარები