რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავი იწვის

ოკუპანტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში ნავთობის საცავი იწვის. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

სოციალურ ქსელში ხანძრის ვიდეოსთან ერთად ასევე ვრცელდება ნამსხვრევების ფოტო. სავარაუდოა, რომ ეს იმ უკრაინული რაკეტის ნამსხვრევებია, რომელმაც გამოიწვია ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა. 

რამდენიმე საათის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ მაკეევკაზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა, თუმცა, არ იყო დაკონკრეტებული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი. 

 

კომენტარები