რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – რუსული სამთავრობო მედია

dpchas

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩში გაზსადენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 30 ათასამდე ადამიანს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, ქერჩში, გენერალ პეტროვის ქუჩის გასწვრივ საშუალო წნევის გაზსადენზე ხანძარი 7-8 დეკემბრის ღამეს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზიც დაზიანდა, თუმცა ელექტრომომარაგება არ შეწყვეტილა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები