დაპირისპირება ენმ-ში

ბოტკოველი: ზუსტად ვიცით ენმ-დან რამდენი წევრი წავა, მათ განცხადება 9 თვის წინ გააკეთეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთიდან თურმე 15 ადამიანი წავიდა პარტიიდან. მე მგონი, ეძებენ ისევ ამ 15 ადამიანს. ყველამ ყველაფერი ვიცი. დღეს არ დავასახელებ, თუმცა შემიძლია, ზუსტი ციფრი დაგისახელოთ, საკრებულოებიდან ვინ წავლენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ეს განცხადება გააკეთეს 9 თვის წინ. მათ დატოვეს ფრაქციები, მათ დატოვეს პარტია და მათ ეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილან ჩართულები ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაში. ეს ადამიანები ამ თავისი საქციელით არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის პოზიციას და ეს არის სამწუხარო. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

ენმ-ს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის "ფლანგებს" შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ პარტიის წევრები ქვეყნის არაერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.

კომენტარები