რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული 18 დრონიდან 15 გავანადგურეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

7 დეკემბრის ღამეს უკრაინელებმა რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონიდან 15 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"2023 წლის 7 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა იერიში უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებით ყირიმიდან მიიტანეს. ჯამში, მათ Shahed-136/131 ტიპის 18 დრონი გაუშვეს". - აღნიშნულია განცხადებაში. 

ამავე ინფორმაციით, რუსებმა იერიში ძირითადად ხმელნიცკისა და ოდესის ოლქების მიმართულებით მიიტანეს.

"საჰაერო ძალების საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, განადგურდა მტრის 15 დრონი. მოქმედებებში ჩართული იყო საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები". - აღნიშნავენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

კომენტარები