კანდიდატის სტატუსი

ვოლსკი: მთელი რიგი მაჩვენებლებით, საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს უსწრებს

სულ მალე გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას [...] ყველა მაჩვენებლით, რომელიც ევროპისკენ მიმავალ ქვეყანასა და განვითარებულ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. მთელი რიგი მაჩვენებლებით, ძალიან ბევრ ქვეყანას უსწრებს საქართველო - მხედველობაში მაქვს NATO-ს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნები. ეს საერთაშორისო, კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ. 15 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გამოცხადდება.

კომენტარები