რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: გასულ ღამეს უკრაინის გაშვებული 22 დრონი გავანადგურეთ

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

5 დეკემბრის ღამეს რუსეთის თავდაცვის სისტემებმა აზოვის ზღვისა და ყირიმის თავზე უკრაინის გაშვებული 22 დრონი გაანადგურეს, ხოლო დამატებით 13-ს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დღეს ღამით აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, დრონებით ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.

საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და დააკავეს კიდევ 13 აზოვის ზღვასა და ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე". - აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები