მკვლელობა საგარეჯოში

"მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა გათხოვებით შეურაცხყოფა მიაყენა" – 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა კაცს, რომელმაც საგარეჯოში ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. უწყება მას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა, ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას  შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან, თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება არ ჰქონდა. აღნიშნულის გამო, 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს, ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ნ.დ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად  16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ისინი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

კომენტარები