ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ბრძოლის განახლებისთვის მზად ვართ, თუ ჰამასთან ზავი კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი, დანიელ ჰაგარი
Gideon Markowitz/TPS

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ სამხედროები მზად არიან, განაახლონ ბრძოლა, თუ ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება.

"ამ მომენტში ჩვენ პროგრესირებთ და ველოდებით დამატებითი მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ გარიგების ფარგლებში". - ამბობს ჰაგარი.

მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა "დაჟინებით მოითხოვეს" ჰამასთან შეთანხმების გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აყვანილი ბავშვები და ქალები უნდა გაათავისუფლოს.

"შუამავლები - კატარი და ეგვიპტე, ასევე ვალდებული არიან, შეთანხმების პირობების შესრულება გაახანგრძლივონ, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. მზად ვართ თავდასხმისთვის ნებისმიერ საათში, მათ შორის, დღესაც". - ამბობს ჰაგარი.

30 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ ჰამასთან დადებული ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდებოდა.

პარალელურად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის ერთდღიანი გახანგრძლივება და აღნიშნა, რომ ეს მოხდებოდა იმავე პირობებით, როგორც წინა ექვს დღეს, როდესაც ჰამასმა გაათავისუფლა სულ მცირე 10 მძევალი, მინიმუმ 30 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

კომენტარები