ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

მდინარაძე: ერთადერთი გზა გვაქვს, აფხაზ და ოს და-ძმებთან დიალოგი, შერიგება, ურთიერთპატიება

[...] ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან დიალოგის, შერიგების, ურთიერთპატიების და კიდევ უფრო ზოგადი გზა, რომელსაც ვადგავართ ჩვენი ქვყანა –  ეს არის განვითარებისა და მშვიდობის გზა. ეს მათთვისაც მესიჯია, ამიტომ ჩვენ მათ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ მათ უნდა შევურიგდეთ, აი ამ ხალხს, ჩვენს ძმებს უნდა შევურიგდეთ.

აი ასე ავიღოთ, როგორც ოჯახში შეიძლება რაღაც კონფლიქტი მოხდეს ადამიანებს შორის სერიოზული და შემდეგ პატიება ხდება საჭირო იმისათვის, რომ ისინი კვლავ გაერთიანდნენ და ეს ოჯახი არ ჩამოიშალოს და არ ჩამოინგრეს, ასევე ჩვენ ოჯახურად უნდა შევხედოთ იმიტომ, რომ ისინი ჩვენი ნაწილი არიან, ძალიან ხშირად ჩვენ ტერიტორიებს ვახსენებთ ხოლმე, მაგრამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს იმ ხალხზე ლაპარაკი, რომლებსაც ჩვენ ერთმანეთისთვის საპატიებელი გვაქვს რაღაცები და აი ამ მშვიდობის და შერიგების გზით და მეტით არაფრით, ვინც რაც არ უნდა ილაპარაკოს, ვინც რაც არ უნდა სპეკულაცია მოახდინოს და როგორ სპეკულაციურადაც შემდეგ რაღაცების ბზარის გაჩენები არ უნდა მოახერხოს, დამატებითი ბზარი არ აკლია ხომ ამ ყველაფერს, ჩვენ უნდა მოვახერხოთ მშვიდობის და შერიგებით ტერიტორიების და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არანაკლებ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთმანეთის დაბრუნება. აი ამ გზაზე, აი ამ საერთო კალაპოტში სწორი მესიჯის და სწორი მოქმედების, რაც კი ჩაჯდება ყველაფერს გავაკეთებთ.

ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ სერგეი შამბასა და ვახტანგ ყოლბაიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, განიხილავენ თუ არა აფხაზეთის მხარესთან მოლაპარაკებების წარმოებას. 

კომენტარები