საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებულად შეძლებენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ.

"ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს დაზუსტებით, გამარტივებული წესით აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მომუშავე ქართველი ექიმები ისარგებლებენ.

კომენტარები