დაპირისპირება ენმ-ში

მინაშვილი: ამ მენეჯმენტის პირობებში რთული იქნება ნაციონალურმა მოძრაობამ წარმატებას მიაღწიოს

ძალიან სამწუხაროა და მძიმე ფაქტია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ასე იქცევა და ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში ძალიან რთული იქნება ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიაღწიოს წარმატებას.

მე არც ხელი არ მოვაწერე ამ მანიფესტს და არც შევუერთდი და არც დავესწარი იმ ყრილობას იმიტომ, რომ ეს არ იყო გულწრფელი ყრილობა პარტიის გაერთიანებისთვის, ეს იყო შეკრება იმისათვის, რომ ვიღაცები გაეძევებინათ, კრიტიკისათვის. 

ჩვენი მიზანია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მოხდეს ცვლილებების განხორციელება, მაშინ როგორც მოხდა, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ. ამ პარტიაში იქნება ცვლილებების მოთხოვნილება, ადამიანები ამაზე საჯაროდ დაიწყებენ საუბარს და მოხდება ცვლილება. თუ ცვლილება არ მოხდება, გადაწყვეტილებას - ვიქნებით თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში - მივიღებთ, ისევ და ისევ, ჩვენ და არა ლევან ხაბეიშვილი ან მენეჯმენტის წარმომადგენლები.

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა.

კომენტარები