თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ნანა ჯორჯაძის ფილმით გაიხსნა

თბილისის კინოფესტივალის ჯილდო "პრომეთე"
Tabula

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმით პეპლების იძულებითი მიგრაცია გაიხსნა.

კინოთეატრები ამირანი და გალერეა ერთი კვირის განმავლობაში ტრადიციულ კინოს დღესასწაულს უმასპინძლებს.

წლევანდელ კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ისეთი ტიტულოვანი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან აკი კაურისმიაკი, ნური ბილგე ჯეილანი, პედრო კოშტა, ლავ დიაზი, კენ ლოუჩი და სხვები. ქართულ სექციაში იქნება წარმოდგენილი ათობით მხატვრული და დოკუმენტური ქართული ფილმი. 

თბილისის კინოფესტივალის სრულ პროგრამას და განრიგს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები