ოსკარ პისტორიუსი

მკვლელობისთვის მსჯავრდებულ სამხრეთაფრიკელ სპორტსმენს პირობით ვადამდე გაათავისუფლებენ

reuters

სამხრეთაფრიკელ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ოსკარ პისტორიუსს, რომელსაც შეყვარებულის მკვლელობისთვის 2017 წელს სასჯელის ვადა 13 წელსა და 5 თვემდე გაუხანგრძლივეს, პირობით ვადამდე გაათავისუფლებენ

მისი პირობით გათავისუფლება 2024 წლის 5 იანვრისთვის იგეგმება. 

პისტორიუსმა შეყვარებული, რივა სტინკამპი 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, რივა სტინკამპი სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

სტინკამპის დედის თქმით, იგი "შეშფოთებულია ნებისმიერი ქალის უსაფრთხოებით", ვისაც პისტორიუსთან კონტაქტი ექნება. 

პისტორიუსი პარაოლიმპიადის 6-გზის ოქროს მედალოსანია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის გახდა პირველი პარაოლიმპიელი, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს.

კომენტარები