რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ჩერნობაევკა კასეტური საბრძოლო მასალით დაბომბა, დაღუპულია 3 ადამიანი

ჩერნობაევკა
Ipc.org

23 ნოემბერს, რუსეთმა კასეტური საბრძოლო მასალით იერიში მიიტანა ხერსონის ოლქის სოფელ ჩერნობაევკაზე. დაღუპულია 3 ადამიანი, არიან დაშავებულები.

"რუსებმა ხერსონში ჩერნობაევკა დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით გამოყენებული იყო კასეტური საბრძოლო მასალა. დაღუპულია 3, დაშავებულია 4 ადამიანი". – ამბობს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლექსანდრ პროკუდინი.

მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად ორი ქალი და ორი კაცია დაღუპული. 

გარდა ამისა პროკუდინის თქმით ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

კომენტარები